„გზა ევროპისკენ“ - პარტია „გირჩის“ აქცია

18.06.2022 01:00

საქართველოს ევროპული გზა - ამ სახელწოდებით პარტია „გირჩმა“ დედაენის ბაღში აქცია გამართა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, შეკრების მიზანი პარტიის ამომრჩევლებთან შეხვედრა და ევროპული გზის მნიშვნელობაზე საუბარი იყო. „გირჩის“ ლიდერები ამბობენ, რომ ქართული საზოგადოების მისწრაფება უცვლელია და ევროპა საქართველოს მომავალია. ლიდერებმა დააანონსეს ისიც, რომ თვეში ერთხელ საკუთარ ამომრჩევლებს შეხვდებიან და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიებს გამართავენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: