მილოცვები სალომე ზურაბიშვილს


ახლადარჩეულ პრეზიდენტს მილოცვას უგზავნის ბელარუსის პრეზიდენტი. ალექსანდრ ლუკაშენკომსალომე ზურაბიშვილს ყველა ჩანაფიქრისა და წამოწყების განხორციელება უსურვა. სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიც.

ნიკოლ ფაშინიანი წერს, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევა საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა. მილოცვას ავრცელებს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დუნკანი, რომელიც მიესალმება ზურაბიშვილის განზრახვას, გააერთიანოს საზოგადოება და დაიცვას დემოკრატიული სტანდარტები. განცხადებებს ასევე ავრცელებენ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან