ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო პროცესი


თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმის პროკურორის განმარტებით, დღევანდელ პროცესზე შვიდი მოწმე დაიკითხება, მათ შორის ეროვნული ბანკის ყოფილი და „თიბისი ბანკის“ მოქმედი თანამშრომლები.

პროკურორის თქმით, ისინი დაადასტურებენ, რომ სესხი გაცემული იქნა, თუმცა, მისი მიზნობრიობა კრედიტოფიცრებმა არ იცოდნენ, ასევე ინფორმაციას არ ფლობდნენ თანხის მიღებაზეც. ადვოკატების განცხადებით, მოწმეები კრედიტის გაცემისა და ინტერესთა კონფლიქტების დეტალებზე საუბრობენ, თუმცა ამით ფულის გათეთრების ფაქტი არ დასტურდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან