გახსნილი დანაშაული


განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, პოლიციამ 39 წლის მამაკაცი დააკავა. სამართალდამცველებმა ის თბილისში, საკუთარი ავტომობილით გადაადგილების დროს აიყვანეს. ამოღებულია „სუბუტექსის“ 115 აბი, ხოლო ფოთში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, პოლიციამ კიდევ 394 აბი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან