დღეს გულის მსოფლიო დღე აღინიშნება. მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. ყოველწლიურად ამ დაავადებებით 17,3 მილიონი ადამიანი იღუპება. 2030 წლისთვის აღნიშნული დაავადებებით გარდაცვლილთა რიცხვი 23,6 მილიონს მიაღწევს. საქართველოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ათ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიას შორის პირველ ადგილზეა არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც მიოკარდიუმის ინფარქტისა და თავის ტვინის ინსულტის ძირითადი რისკის ფაქტორია. საქართველოში კვლევის შედეგების მიხედვით გამოვლინდა, რომ ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 40%-ს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამი ან მეტი რისკის ფაქტორი აღენიშნება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1rB83SJ
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1rB83SJ