„კახეთის ენერგოდისტრიბუციამ" აბონენტთა მონაცემების ახალი ბაზა აამოქმედა

03.06.2014 01:41

„კახეთის ენერგოდისტრიბუციამ" აბონენტთა მონაცემების ახალი ბაზა აამოქმედა. მომავალი კვირიდან აბონენტებს განახლებული სააბონენტო ქვითრები მიუვათ, რომელშიც 7-ის ნაცვლად 9 ნიშნა სააბონენტო ნომერია დატანილი. კომპანიაში აცხადებენ, რომ სხვა წლებისგან განსხვავებით, ახალი ბაზის ამოქმედების შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადის გადახდის ასახვა კომპანიაში იმ დღესვე მოხდება. გარდა ამისა, აბონენტთა მომსახურების ხარისხი გაიზრდება, მოხდება აღრიცხვის მონაცემების დროულად ასახვა და მომხმარებლებს ქვითრები დადგენილ ვადაში მიეწოდებათ. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1ouhP4M

გაზიარება:
EstateHub

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო