კინობიბლიოთეკა - მხევლის წიგნი (მეცამეტე ნაწილი)
წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ქალებს ეკრძალებათ მუშაობა, საკუთრების ფლობა, სიყვარული, ოჯახის შექმნა, ქუჩაში სიარული. ეკრძალებათ, გამოიყურებოდნენ ისე, როგორც თავად სურთ, ისაუბრონ და მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან... სამყარო, სადაც ქალები კასტებად არიან დაყოფილნი და მხოლოდ მამაკაცების დადგენილ, მათთვის მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებენ, ეს ყველაფერი კი ღმერთისა და რელიგიის სახელით ხდება. სწორედ ასეთი შემზარავია სამყარო ქალებისთვის, მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“. „მხევლის წიგნი“ – წინასწარმეტყველებაა, მომავალი, რომელიც შესაძლოა დადგეს, თუ რელიგიურ ფანატიზმს თავიანთი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენებენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, ხოლო რელიგიას – საშიშ იარაღად აქცევენ, იარაღად, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებზეა დამიზნებული. მაგრამ, ამის გარდა, წიგნი კიდევ ერთ თავზარდამცემ სიმართლეს გვიმხელს: თუ დიდხანს დავხუჭავთ თვალს ძალადობაზე, თუ ჩავთვლით, რომ ახალ ამბებში მოსმენილი და ნანახი ყოველი შემთხვევა ჩვენ არ გვეხება, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გავიღვიძებთ სამყაროში, რომელიც ძალიან არ მოგვეწონება, მაგრამ უკვე აღარავინ იქნება დარჩენილი, ვისაც ჩვენი მოწონება-არმოწონება ააღელვებს. ყველა ნაწილი იხილეთ აქ: www.telex.ge/კონობიბლიოთეკა/ #მხევლისწიგნი #კინობიბლიოთეკა
Telex. ge-ის სხვა ვიდეოები
ლევან ბერძენიშვილი - წიგნები და მათი როლი ადამიანი...
01:42
გიორგი სააკაძე - 3D წიგნი
01:49
ვიწყებთ სწავლას - ჩემი პირველი სიტყვები
01:46
ვისწავლოთ თამაშ-თამაშით რიცხვები და მათემატიკა
01:34
კლასიკური ქართული სამზარეულო
02:08
ვისწავლოთ ინგლისური ენა
01:02
საღმრთო სჯული
01:24
ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები
მსგავსი ვიდეოები
კინობიბლიოთეკა - მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (მეოთხე ნაწილი...
Telex. ge
კინობიბლიოთეკა - მე ვხედავ მზეს (მეთერთმეტე ნაწილი)
Telex. ge
კინობიბლიოთეკა - პის ცხოვრება (მეხუთე ნაწილი)
Telex. ge
კინობიბლიოთეკა - მზეთუნახავი და ურჩხული (მეათე ნაწილი)
Telex. ge
კინობიბლიოთეკა - შინდლერის სია (პირველი ნაწილი)
Telex. ge
კინობიბლიოთეკა _ შიმშილის თამაშები
Telex. ge
კინობიბლიოთეკა - უბის წიგნაკი (მეთორმეტე ნაწილი)
Telex. ge
კინობიბლიოთეკა - დორიან გრეის პორტრეტი (ნაწილი მეორე)
Telex. ge