გარემოსდამცველების აქცია ვაკის პარკში

27.01.2019 01:05

გარემოსდამცველები ვაკის პარკში დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნეს. როგორც რეკრეაციულ ზონაში მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, პროტესტმა ნათლად აჩვენა, რა შეუძლია სამოქალაქო აქტივიზმს. აქცია საპროტესტო ხასიათის უნდა ყოფილიყო, თუმცა ფორმატი მას შემდეგ შეიცვალა, რაც გადაწყდა რომ ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება. ვაკის პარკში შეკრებილები ამბობენ, რომ მწვანე სივრცეების დაცვას მომავალშიც აქტიურად განაგრძობენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: