კარები ექსპო-ში

09/05/2021
Expo Shop-ის მიერ

ეკსპო-ს კარები
კარები ექსპოს ქსელში წარმოდგენილია შიდა და გარე კარის დიდი არჩევანი. შიდა კარი შეიძლება დამზადებული იყოს სხვადასხვა მასალით: მდფი, ეკოშპონი,შპონი, და მასიური ხის კარი. თავის მხრიმ მდფ-ის კარი შეიძლება იყოს შეღებილი და ასევე სპეციალური დეკორატიული ზედაპირით დაფარული.

შიდა კარები
მდფ – ის მასალა გამოიყენება სააბაზანოში და ისეთ ადგილებში სადაც არის დანესტიანების რისკი, იმიტომ რომ მდფ – არის შედარებით წყალგამძლე მასალა.

ის ძირითადად იხმარება ფასადების დასამზადებლად, საფრეზად და ოვალური ფორმების მისაღებად. არსებობს სხვა და სხვა ფორმის და ხარისხის.

მასზე შესაძლებელია ნებისმიერი ფიგურის და უზორის დაფრეზვა. იგი იღებება ეკოლოგიურად სუფთა წყლის საღებავით. არებობს ამ საღებავების მრავალი სახეობა იტალიური, ესპანური, თურქული და ა.შ.

შეღებილი მდფ უპირატესობა ის არის, რომ იღებება ნებისმიერ ფერში. იგი შესაძლებელია იყოს, როგორც მატოვი, ასევე პრიალაც . უძლებს ნესტს და წყალს.

სტანდარტული მდფ კარები შედგება „მდფ“-ის 4-8 მმ-იანი ფილებისგან, რომელიც დაფარულია PVC-ით.

პერიმეტრზე გაყვება მასიური ფიჭვის ხე, რომელიც აძლევს კარს სიმყარეს, სწორედ ბუნებრივ ხეზე მონტაჟდება ანჯამები (პეტლი) და საკეტი.

შიგნიდან კარი შევსებულია ეკოლოგიურად სუფთა ფიჭის მყარი შიგთავსით ე.წ. „გოფრე“, რომელსაც გააჩნია ხმის და თბოიზოლაციის თვისებები.

მდფ – მერქანბოჭკოვანი ფილა, დამზადებულია ბუნებრივი ხის ნახერხისგან, რომელიც შეკრულია ერთიან ფილად მაღალი წნევისა და ტემპერატურის ქვეშ და ინარჩუნებს ბუნებრივი ხის პრაქტიკულ თვისებებს. მტკიცეა, არ ფართოვდება ნესტზე, შესაძლებელია მასზე ნებისმიერი ფერის გადაკვრა ან შეღებვა.

მდფ კარი დაფარულია PVC – მრავალფეროვანი დიზაინის მქონე პლასტმასნარევი მასალით, რომელიც ვაკუუმის საშუალებით ეკვრება „მდფ“-ს, ქმნის ერთიან ნესტგამძლე ფილას და შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფერის .

ეკოშპონი და შპონი
ეკოშპონს აქვს საკმაოდ კარგი მექანიკური თვისებები, ის გამძლეობით გამოირჩევა, ადვილად არ ზიანდება გამძლეა ქიმიური საშვალებების და ნესტის მიმართაც.

აქედან გამომდინარე მისი დამონტაჟება შესაძლებელია აბაზანაშიც. ეკოშპონი ასევე კარგად იტანს ტემპერატუტულ ცვლილებას და და არ იცვლის ფორმას და ზომას .

შპონის კარი არის მასიური ფიჭვის ხის კარკასზე გადაკრული HDF-ის 3 მილიმეტრიანი ფენა, ხოლო თავად ეს ფენა დაფარულია თხმელის (მურყანის) ან მუხის ხის ანათალით. ხის ანათალი შეღებილია ემალის საღებავით 5 ფენად

კარების დასამზადებლად გამოყენებულია თ

ერმულად დამუშავებული აბსოლუტურად მშრალი და სუფთა მერქანი. ხის ანათლის (შპონი) სისქე არის 0,6 მმ.

თამასები და ჩარჩო დამზადებულია მშრალი მერქნისგან, გაუმჯობესებული პარამეტრებით. ჩარჩო არის ხმაგაუმტარი.

ექსპოს შოურუმში არსებული შპონის კარი დამზადებულია ბელარუსში.

გარე კარები
გარე კარები შესაძლებელია იყოს მზა ქარხნული წარმოების სტანდართული ზომებით ან დამზადდეს შეკვეთით სხვადასხვა სისქის ლითონით და დიზაინით, შეიღებოს თქვენი გემოვნებით.

იმ შემთხვევაში თუ კარი მონტჟდება მზიან ადგილზე არჩევანი უნდა შეაჩეროთ ისეთ მოდელზე რომელიც შეღებილია სპეციალურად მზიშ სხივების გამძლე საღებავით და ის წლების განმავლობაში შეინარჩინებს ფერს.



გარე კარად შესაძლებელია მასიური ხის კარისგამოყენებაც ამ შე

მთხვევაში სასურველია კარი დაცული იყოს წვიმისგან და მზის პირდაპირი სხივებისგან.

დაგვიკავშირით. და დაგვეხმარებით კარების შერჩევაში.
https://exposhop.ge/product-category/...