ვითარება გუგუტიანთკარში - ბოლო ინფორმაცია საოკუპაციო ზოლიდან

20.08.2019 04:40

სოფელ გუგუტიანთკარში, უშუალოდ იმ ადგილას, სადაც საოკუპაციო რეჟიმმა რკინის ბოძები დაამონტაჟა, ბორდერიზაციის სამუშაოები დღეს არ განახლებულა, თუმცა რუსი სამხედროები პერიმეტრს დილიდან აკონტროლებენ. რაც შეეხება საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს 8 მოქალაქეს, ისინი ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩებიან. მათ ოჯახებს დღეს მხარის გუბერნატორი შეხვდა. გურამ როგავა ბოლო ინფორმაციით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: