მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს - ისლამური სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს აღნიშნავს. ყურბან-ბაირამი მარხვის თვიდან, რამადან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ყურბან ბაირამის დღეს მამაკაცები მზის ამოსვლამდე ლოცულობენ. საზეიმო ლოცვა თბილისის მეჩეთში ექვს საათზე დაიწყო. ყურბან ბაირამის შემადგენელი რიტუალია საკლავის დაკვლა. ცხოველის ხორცი სამად ნაწილდება, ერთი გაჭირვებულებს გადაეცემა, ერთი - მეზობლებს, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა, ხოლო ერთს - ოჯახში იტოვებენ. მუსლიმთა უდიდესი დღესასწაული სამ დღეს გაგრძელდება.
დღესასწაულისადმი მიძღვნილ საყოველთაო ლოცვაზე დასასწრებად მორწმუნეები ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში მზის ამოსვლისას შეიკრიბნენ. სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა. სიმრავლის გამო, წელსაც მორწმუნეთა ნაწილმა რიტუალი მეჩეთის მიმდებარე ქუჩაზე შეასრულა. ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების დღესასწაულია, ამ დღეს მორწმუნეები უხვად გასცემენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და წინაპართა საფლავებს მოინახულებენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.