შანაი ბრუკის მკვლელობის საქმე


ბოლო დროს გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. დაკავებიდან ორი დღის შემდეგ გამოძიება ავსტრალიის მოქალაქის მოკვლის მოტივად ყაჩაღობას ასახელებს. 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი დანაშაულს არ აღიარებს.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, ბრალდებული შანაი ბრუკს მთაწმინდის ფერდობზე გასაძარცვად დაესხა თავს, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი ძარცვის გასაადვილებლად და დანაშაულის დასაფარად მისი მოკვლა გადაწყვიტა. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელმა დაზიანება თავადაც მიიღო და ძიებისთვის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება მკვლელობის ადგილზე დარჩენილი მისი სისხლის ნიმუშია. გამოძიება ამტკიცებს, რომ შემთხვევის ადგილზე იყო დატოვებული ის დანაც, რომლითაც მსხვერპლს თავდამსხმელმა კისრის არეში არაერთი ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი გაგუდა. ოჯახი მურსაკულოვის მხრიდან დანაშაულის ჩადენას უარყოფს და ამტკიცებს, რომ მკვლელობის დღეს ბრალდებული სახლში იმყოფებოდა.

რეზონანსული საქმის ახალ გარემოებებს თეონა ხუბულავა გაეცნო. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან