დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში
მწვავე ხელჩართული დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში. სხდომის დაწყებამდე ერთმანეთს საკრებულოს უმრავლესობის წევრი იმედა საღინაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გია უკლება დაუპირისპირდა. ჩხუბი საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყო და დერეფანში გაგრძელდა. მასში უმრავლესობის სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ და გია უკლებას დაზიანებები სახის არეში მიაყენეს. დაპირისპირებაში მონაწილეობდა მერიის ერთ-ერთი თანამშრომელიც. მომხდარის მიზეზებზე ორი ვერსია ვრცელდება. პირველი ვერსიით, დაპირისპირება მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ შეცდომას უკავშირდება. გავრცელებული ცნობით, ქუთაისში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკვერი განათდა, რეალურად კი სკვერი იაკობ ნიკოლაძის სახელობისაა. ამის გამო მერიას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკუთარი ქალაქის ისტორიის შესწავლისკენ მოუწოდეს. მეორე ვერსიით, დეპუტატებს შორის ჩხუბი გია უკლებას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილს მოყვა, სადაც უკლება სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველს აგინებდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში
Kutaisi Post
დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში
netgazeti ge
დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში | "ოცნება" ქალაქის ბიუჯეტ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
დაპირისპირება რუსთავის საკრებულოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტები რუსთავის საკრებულოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება თბილისის საკრებულოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება სამტრედიის საკრებულოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster