თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე


რეზონანსული საქმის გამოძიება შეწყდა. თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის დასაკავებლად ჩატარებულ სპეც-ოპერაციაში სამართალდამცავების მხრიდან გადაცდომის ნიშნები ვერ დაინახა და საქმე დახურა.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, სოფელ დუისში ოპერაციის ჩატარების დროს მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის ამოქმედება სცადა, სპეცრაზმელმა კი ცეცხლი მოგერიების მიზნით და საკუთარი და გარშემომყოფების სიცოცხლის დასაცავად გახსნა.

ეს ვერსია კატეგორიულად მიუღებელია თემირლან მაჩალიკაშვილის მამისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ მის შვილს ხელყუმბარა საერთოდ არ ჰქონია.

საგამოძიებო უწყება განცხადებაში ასევე წერს, რომ თემირლანს საქართველოში შემოსულ ტერორისტულ დაჯგუფებასთან ჰქონდა კავშირი და მას დახმარებას უწევდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან