მეექვსე დღე მიწისძვრიდან - ვითარება თურქეთსა და სირიაში
02/12/2023
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 28 000 ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 24 617 ადამიანი, სირიაში კი 3 575, მათ შორის 2 167 ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. დაშავებულია ათობით ათასი პირი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ძალა 500 ატომური ბომბის ძალას უდრიდა, - ამის შესახებ თურქეთის უბედური შემთხვევებისა და საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურში განაცხადეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ქვეყანაში 2 356 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე, ძლიერი ბიძგები 6 თებერვლის დილის 4 საათისათვის დაფიქსირდა, რამდენიმე საათში მას მეორე გამანადგურებელი მიწისძვრა მოჰყვა.
გაერო-ს მონაცემებით, საერთო ჯამში, სირიასა და თურქეთში 870 000 ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.