ლენტეხის, გორის სალოტბარო სკოლებისა და ნიქოზელი ბავშვების სვანური ფერხული


ლენტეხის სალოტბარო სკოლის ლოტბარ-რეგენტმა ზურა ლიპარტელიანმა ნიქოზის სამრევლო სკოლისა და გორის სალოტბარო სკოლის ბავშვებს სახელდახელოდ შეასწავლა სვანური საფერხულო სიმღერა #შინავორგილ.

ვიდეო გადაღებულია ნიქოზის წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში.
_____
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გაცვლითი კულტურული პროექტის ფარგლებში გორის სალოტბარო სკოლამ სამი დღის განმავლობაში ლენტეხის სალოტბარო სკოლის ბავშვებს უმასპინძლა.

ვიდეოები „ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre"-ისგან