„როგორ შევამციროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენები ქუჩებში?"

18.04.2014 01:34

„როგორ შევამციროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენები ქუჩებში?" - ამ თემაზე საქართველოს „მწვანეთა მოძრაობამ" ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში თელავის საზოგადოებასთან დისკუსია გამართა. შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება საქართველოში ამ კუთხით მიმდინარე აქტივობებზე. 1-დან 10-მაისამდე კახეთის რეგიონში ყველაზე სუფთა ეზო გამოვლინდება. 17 მაისს დაგეგმილია კიდევ ერთი ღონისძება - „ალაზნის დაცვის დღე". მოძრაობის ლიდერების განცხადებით, მოსახლეობამ ისეთი პრიორიტეტული პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა გარემოს დასუფთავება და წყლის რესურსების დაცვა, შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაატაროს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1jRCSgL

გაზიარება: