ნატო-ს მინისტერიალი


საქართველოსთვის კონკრეტული შედეგით დასრულებული ნატოს საგარეო მინისტერიალი.

ექვსი წლის წინ დამტკიცებული არსებითი პაკეტი განახლდა. ეს ნიშნავს, რომ 14 პროგრამისგან შედგენილი პაკეტი ფართოვდება და მას კიდევ სამი მიმართულება ემატება. ორდღიან მინისტერიალზე საქართველომ ნატოს წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების მნიშვნელოვანი გზავნილებიც მიიღო. რამდენიმე მინისტრმა ალიანსს პირდაპირ მოუწოდა, საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობა უფრო მჭიდრო გახადონ. მსგავსი აქცენტებია დასმული იენს სტოლტენბერგის დავალებით ნატოს ექსპერტების მიერ მომზადებულ ანგარიშშიც. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის კონტექსტში მინისტერიალიდან მკაფიო მოწოდებები გაისმა რუსეთის მისამართითაც. ოკუპანტ ქვეყანას კიდევ ერთხელ შეახსენეს საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემის მნიშვნელობა, რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესია კი ნატოს მთავარ გამოწვევად დასახელდა. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის დიპლომატების შეხვედრაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მონაწილეობდა, რაც იენს სტოლტენებრგმა ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის დემონსტრირებად შეაფასა. მინისტერიალზე არაერთხელ გაკეთდა აქცენტი საქართველოსთან  თანამშრომლობის გაძლიერების და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.  

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან