იუნესკოს დასკვნა გელათზე
იუნესკოს კიდევ ერთი დასკვნა გელათის სამონასტრო კომპლექსზე. საკუთარ შეფასებებს და რეკომენდაციებს ორგანიზაციიდან გამოგზავნილი ინსპექტირების ის ჯგუფი წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ნოემბერში სტუმრობდა. მთავარ პრობლემად 2015-18 წლებში დამონტაჟებული სახურავი და შედეგად ტაძარში წყლის ჩასვლაა დასახელებული, რაზეც მინისტრი თეა წულუკიანი პასუხისმგებლობას იხსნის იმ არგუმენტით, რომ წყლის გაჟონვის პერიოდში ის კულტურის სამინისტროს თანამდებობას ჯერ არ იკავებდა. პრობლემადაა მიჩნეული გელათის კომპლექსის მართვის გეგმის არ არსებობაც. ასევე ცალკეული შენიშვნებია გამოთქმული კედლის მხატვრობის კონსერვაციის დროს გამოყენებულ ზოგიერთ ნივთიერებაზე. ინსპექტირების ჯგუფის რეკომენდაციაა, რომ შემოდგომიდან შეჩერებული სამუშაოები კულტურის სამინისტროს მიერ მომზადებული პროგრამის მიხედვით სწრაფად განახლდეს. ამავე დასკვნაში დადებითად ფასდება ახალი სახურავის ის დიზაინი, რომელიც იტალიელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„იუნესკოს“ დასკვნა გელათზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იუნესკო-ს დასკვნა გელათზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ICOMOS-ის დასკვნა გელათზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინტერვიუ კახა სიხარულიძესთან
TV IMEDI
რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში
Formula News
სამუშაო შეხვედრა გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
UNESCO - ბაგრატი
culturegovge culturegovge
ბაგრატი - UNESCO
culturegovge culturegovge