საბიბლიოთეკო კვირეული დაიწყო

28.04.2014 01:26

დღეიდან საქართველოს მასშტაბით საბიბლიოთეკო კვირეული დაიწყო. კვირეულის გახსნასთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკაში თემატური საღამო მოეწყო სახელწოდებით „ალაზნის განთიადი - ჩვენი რაიონის მემატიანე". შეხვედრაზე გაზეთ „ალაზნის განთიადის" რედაქტორები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და რიგით თელაველებს გამოცემის ისტორიაზე ესაუბრნენ. საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის 26-ვე ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ლიტერატურული და პოეზიის საღამოები გაიმართება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1itsZHO

გაზიარება: