ესტონეთის პრემიერი რიგის სამიტზე საქართველოს მხარდაჭერას ჰპირდება

12.01.2015 05:05

ესტონეთისა და საქართველოს პრემიერმინიტრების ერთობლივი პრესკონფერენცია დასრულდა. პრემიერი ტაავი რიივასი რიგის სამიტზე საქართველოს მყარ მხარდაჭერას ჰპირდება. ეს არის სამიტი, რომელზეც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს დიდი მოლოდინი აქვს. ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონელ კოლეგასთან შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესსა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე ისაუბრა. პრემიერი ღარიბაშვილი აქცენტს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ამახვილებს - სალომე ქოქიაშვილი სამთავრობო ვიზიტის მთავარი დეტალებით გვიერთდება პირდაპირ ეთერში.

გაზიარება:
Paliani