საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დღეს დაიწყო

21.10.2018 01:31

დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ბიულეტენები იბეჭდება 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო და ასევე, თერჯოლასა და სამტრედიაში ექვს საარჩევნო უბანზე გასამართი საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის. ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღეს გაგრძელდება და მას ცესკო-ს წევრებთან ერთად ორი საერთაშორისო და ხუთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 12 დამკვირვებელი დააკვირდება. აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე. ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 209 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე - 133 საარჩევნო უბანს. ასევე, ოთხი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები. ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში 3 518 890 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა
04:25

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო
01:08

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო
03:04

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო

ცენტრალური საარჩევნო კომისია-Cec of Georgia

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო
05:28

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო
00:56

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო

ცენტრალური საარჩევნო კომისია-Cec of Georgia

14 ოქტომბერს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყება
02:15

14 ოქტომბერს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყება

ცენტრალური საარჩევნო კომისია-Cec of Georgia

ცესკომ მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო
00:59

ცესკომ მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულე...

ცენტრალური საარჩევნო კომისია-Cec of Georgia

#არჩევნები2020  ელენე ხოშტარიას განცხადება
01:23

#არჩევნები2020 ელენე ხოშტარიას განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო