ლიპეცკთან ავარიისას დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა
რუსეთში, ლიპეცკის ოლქში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებს, თბილისში, სავარაუდოდ დღეს ჩამოიყვანენ. რუსეთის მიმართულებით ორი ავტობუსი უკვე გაგზავნეს. ავარიის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 17 ადამიანი. ორივე გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ავტობუსი, რომელიც მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, ამოტრიალდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაშავებული და დაღუპული მოქალაქეების იდენტიფიცირება. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტობუსი საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...