ოპოზიცია საარჩევნო ბარიერის დაწევას ითხოვს
კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებითმა რეკომენდაციამ საარჩევნო ბარიერის თემა პოლიტიკური დღის წესრიგში დააბრუნა. ოპოზიცია ხელისუფლებას ერთი წლის წინანდელ დაპირებას ახსენებს და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 5%-დან 2%-მდე დაწევას სთხოვს. საუბარია მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან 2022 წლის ზაფხულში გაკეთებულ განცხადებებზე, რომელთა მიხედვით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში ბარიერის შემცირების საკითხი გადაწყვეტილი იქნებოდა. თუმცა, ხელისუფლება ოპონენტებს ახსენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ სწორება 2022 წლის ბოლოზე ჰქონდა და არა 2023 წელზე. როგორც ჩანს, პარლამენტი ერთი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს აღარ მიუბრუნდება, რადგან ხელისუფლება ბარიერის დაწევის საკითხს აღარ განიხილავს. ოპონენტები მმართველ პარტიას დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და წინასაარჩევნო გადაჯგუფებებზე იწყებენ ფიქრს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ოპოზიცია საარჩევნო ბარიერის დაწევას ითხოვს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster

Trialeti TV
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster