დეკანოზი თამაზ ლომიძე ლევან ვასაძის განცხადებას ეხმაურება

17.06.2019 00:50

ახალმხედრიონელები კიდევ ერთხელ ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ და ქაოსში გადაჩეხონ ქართული სახელმწიფო, – ამის შესახებ დეკანოზმა, მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, თამაზ ლომიძემ „ფეისბუქზე“ დაწერა. დეკანოზი ბიზნესმენ ლევან ვასაძის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა: „დიდი სიმტკიცე და წინდახედულობა მართებთ სახელმწიფო ძალაუფლების მტვირთველთ. სახელმწიფო და მისი წესრიგი თუ მოიშალა ამ მართლა ლეგიონის და კომბლეების მიერ, ოხრად დაგვრჩება სხვა ყველაფერი. ეს უნდა ესმოდეს ყველას!“,- წერს დეკანოზი და ამავე თემაზე 2016 წელს მის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქპოსტს ავრცელებს. „მე რომ სახელმწიფოს წარმომადგენელი და სახელმწიფო ძალაუფლებით აღჭურვილი პირი ვყოფილიყავი, კანონის დაცვის დროს ერთ ნაბიჯსაც არ დავუთმობდი არავის – არც საეროს და არც სასულიეროს”,-აღნიშნავს დეკანოზი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: