„ხელები შორს საქართველოსგან\",- ასე ჰქვია ახლად დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელმაც დღეს თელავის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში\" ბრიფინგი გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა პირველ ოქტომბერს დვანში დაგეგმილ აქციაზე ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას ის ტექსტი გააცნეს, რომელსაც უცხოურ მედიას და დიმპლომატიურ კორპუსს გაუგზავნიან. გაერთიანების წევრები სხვადასხვა მედიასაშუალებების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან, როგორც კახეთიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მიმართვის წერილში არის მოთხოვნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება რუსეთის უკანონო ქმედებაზე, რომელსაც წლებია, აგრესორი სახელმწიფო დამოუკიდებელი, მშვიდობიანი ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს. საპროტესტო აქცია, საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, ხვალ, 1 საათზე, თელავში, 9 აპრილის მემორიალთან გაიმართება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1dSJhEN
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1dSJhEN