პრეზიდენტის ვიზიტი


სალომე ზურაბიშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, საქართველოსთან თანამშრომლობისთვის საჭირო ოფისის შეცვლას სთხოვს.

პრეზიდენტის აზრით, კომუნიკაცია მოსკოვის რეგიონული ოფისის მეშვეობით არ უნდა მყარდებოდეს, ამიტომ სახელმწიფოს მეთაური ორგანიზაციას სათანამშრომლოდ, ბუდაპეშტის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროებს სთავაზობს. ინიციატივა სალომე ზურაბიშვილმა ჟენევაში დააყენა, სადაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ. 44 ქვეყნის ლიდერთა წინაშე გამოსვლის დროს, პრეზიდენტმა იმ მიღწევებზე და გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანას დასაქმების კუთხით აქვს. რეფორმებზე საუბრის დროს, განსაკუთრებული აქცენტი შრომის უსაფრთხოების გამკაცრებულ რეგულაციებზე და ანტიდისკრიმინაციულ კანონზე გაკეთდა.

ქეთი ქაშაკაშვილი ჟენევიდან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან