ჩვენი აზრით, ადამიანები თავად არიან პასუხისმგებელნი საკუთარ ცხოვრებაზე, მათ შორის ჯანმრთელობაზე. ხალხი ყველაზე ხანგრძლივად ცოცხლობს და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას იღებს მდიდარ ქვეყნებში. შეძლებული და დასაქმებული ადამიანები ბევრად მეტად აფასებენ საკუთარ ჯანმრთელობას და ზრუნავენ მასზე. საუკეთესო ხარისხის სამედიცინო მომსახურებასაც თავისუფალი ბაზარი აწარმოებს.
საქართველოში ყველაფერი პირიქითაა. ჩვენ ჯანდაცვას ადამიანის უფლებას ვეძახით და საყოველთაოდ ვაფინანსებთ. მთავრობა სრულად აკონტროლებს სამედიცინო ბიზნესს. ის არის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი, აძლევს ექიმებს მუშაობის უფლებას, აკონტროლებს საავადმყოფოებს და წამლის ბაზარს. ისევე როგორც სხვაგან, არც აქ გვაქვს სასამართლო.
არ ვიცი ჯანდაცვაზე რა წარმოდგენის იქნებიან მომავალი პარლამენტის წევრები, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, დავარწმუნოთ ყველა, რომ იმისათვის, რომ მივიღოთ ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურება, მთავარია, ვიყოთ შეძლებულები და მდიდრები და არ ვეცადოთ ერთმანეთის ფულით უფასოდ მკურნალობას. ვთვლით, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამედიცინო მომსახურება არის ადამიანების დახმარება და არა უფლება. განჭვრეტად მომავალში, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიქნებით, საყოველთაობის ნაცვლად, ღარიბების დახმარების მომხრეები და მთავრობის კონტროლის სხვადასხვა სფეროებზე შემცირების მხარდამჭერები ჯანდაცვის სფეროში.
____________________________________
WEBSITE: https://www.girchi.com/
FACEBOOK: https://facebook.com/GirchiParty/
INSTAGRAM: https://instagram.com/girchiparty/
TWITTER: https://twitter.com/GirchiParty/