გირჩის ხედვა მართლმსაჯულებასა და ადამიანის უფლებებზე
ჩვენი მიზანია საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დანგრევა და მის ნაცვლად ახალი ადამიანური სისტემის აშენება. რა არის საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემა? როცა ამ ქვეყანაში კომუნისტები მოვიდნენ, მათი მიზანი არ იყო ადამიანებს შორის კონფლიქტების სწრაფად აღმოფხვრა ან გადაწყვეტა. მათი მიზანი იყო პირიქით, ადამიანთა ჯგუფების ერთმანეთზე დაპირისპირება და ისეთი მართლმსაჯულების სისტემის შექმნა, რომელიც თავისუფალ ადამიანებს აუცილებლად მოახვედრებდა ციმბირში ან სხვა დაკეტილ დაწესებულებებში. მათ ამისთვის შექმნეს საბჭოთა მილიცია, შექმნეს საბჭოთა პროკურატურა, შექმნეს საბჭოთა სასამართლო, რომელიც ერთიანად, ცენტრალიზებულად იმართებოდა პარტიის მიერ. ჩვენ დღესაც იგივე სასამართლო, იგივე პროკურატურა და იგივე პოლიცია გვყავს ოდნავ შეცვლილი სახით: ცენტრალიზებული და ზუსტად ისეთივე ვერტიკალური, როგორიც იყო კომუნისტების დროს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ თანამედროვე პოლიცია თავისი არჩეული შერიფებით. ჩვენი მიზანია შევქმნათ თავისუფალი პროკურატურა დეცენტრალიზებული, თავისუფალი, დამოუკიდებელი პროკურორებით. ჩვენი მიზანია, შევქმნათ თავისუფალი სასამართლო არჩეული მოსამართლეებით, ნაფიცი მსაჯულებით და ჩვენზე ავტორიტეტული და გამოცდილი ქვეყნიდან ჩამოყვანილი კვალიფიციური მოსამართლეებით, რაც განამტკიცებს ამ ქვეყანაში სასამართლო სისტემისა და მართლმსაჯულების მიმართ ნდობას ადამინებში. ____________________________________ WEBSITE: https://www.girchi.com/ FACEBOOK: https://facebook.com/GirchiParty/ INSTAGRAM: https://instagram.com/girchiparty/ TWITTER: https://twitter.com/GirchiParty/
Girchi • გირჩი-ის სხვა ვიდეოები
ხელახალი არჩევნები საჭიროა იმ გარემოებების გამო, რ...
მეც მაინტერესებს რას აპირებენ ჩემი კოლეგები ოპოზიც...
საღი აზრი ეყოფა ინტელექტს მიმართოს და არა ძალას, ი...
ამ დიალოგის გადარჩენის სხვადასხვა გზები არსებობს,...
წერილი #3 - კითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს
საზოგადოების ყურადღება გვინდა მივიქციოთ ამ 7 საკი...
ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულ...
შეთანხმება იმ პოლიტიკურ სიგიჟეს დაასრულებს, რაც ბო...
მსგავსი ვიდეოები
გირჩის ხედვა ჯანდაცვის საკითხებზე
Girchi • გირჩი
9 წუთში მოყოლილი გირჩის ხედვა უამრავ საკითხზე - ჰერმან საბო
Girchi • გირჩი
ხვიჩია: პროპორციული სისტემა არის აუცილებელი ჩვენი პოლიტიკური...
Girchi • გირჩი
ინტერვიუ თამარ ჩარკვიანთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სანდრო რაქვიაშვილი პრეზიდენტს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავისუფალი ბაზარი - 06.11.2019
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster