ინციდენტი სადახლოში

30.09.2021 02:05

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება სადახლოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ფიზიკურ დაპირისპირებას. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მათ კანდიდატ როვშან ისკანდაროვს თავს დაესხა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი. საპირისპიროს აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ცნობილია, რომ მომხდარზე გამოკითხვები მიმდინარეობს მარნეულის პოლიციაში. საავადმყოფოშია გადაყვანილი როვშან ისკანდაროვი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: