„ფაინეშელ თაიმსის“ სტატია ნატო-ს სტრატეგიაზე

10.07.2023 00:43

ბუქარესტის სამიტის შემდეგ, კიევი და თბილისი დასავლეთისა და რუსეთის პოზიციას შორის ხაფანგში აღმოჩნდნენ, როგორც ნატო-ს მომავალი წევრები, ალიანსის დაცვის გარეშე, ოთხი თვის შემდეგ პუტინის ტანკები შევიდა ჩრდილოეთ საქართველოში - ვკითხულობთ „ფაინეშელ თაიმსის“ სტატიაში. გამოცემა იუწყება, რომ საქართველოში შეჭრისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატო-მ მხოლოდ დაგმო და მცირე რამ გააკეთა მოსკოვის დასასჯელად. ამავე სტატიაში მოყვანილია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაზრება, რომ „რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის ყველაზე საშიში ადგილი ნატო-ს მოსაცდელ ოთახში ჯდომაა. ჩვენ ზუსტად ასე გავაკეთეთ 15 წლის წინ საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით,“ - აღნიშნა დიპლომატმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: