მარიამ ხუცურაული - ჩაიარე და დღე წაიყოლე

09/06/2019
Khvaramze Samukashvili-ის მიერ

ჩაიარე და დღე წაიყოლე
© მარიამ ხუცურაული, 2016
(კითხულობს ავტორი)
© ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2019
მუსიკა კლიპისთვის: ფრედერიკ შოპენი - „წვიმის ვალსი“.


---
მარიამ ხუცურაული

ჩაიარე და დღე წაიყოლე

ერთ ნაწვიმარ დილას, ვაჟიკას ხვარამზეს სოფელზე, მისი სახლის ახლოს ჩაუვლია, -- ისე, რომ მისკენ არც გაუხედავს...
ამდგარა ხვარამზე, მისი ცხენის ნაფლოქვარებისთვის ღობე შემოუვლია, ვინმემ ან რამემ არ გადამიშალოსო...

ჩაიარე და დღე წაიყოლე...
რით მოვიტანე სული აქამდე...
ცავ, რა სიხარულს გაიმეტოდი...
ცხენდაცხენ ყანას ჩამოჰკვალავდი,
ჩემკენ ერთხელ არ მაიხედოდი.

ან რა დღე იყო -- დარ-ავდრიანა,
თავს მზე მენთო და სულში მიწვიმდა,
ან მე აგრე რამ დამაჭკვიანა,
არ ამსხლტომია თვალი ჩხირ-წინდას.

ჩაიარე და დღე წაიყოლე,
სულში დაბინდდა ღამეზე ადრე.
ლექსად ნათლავდა შენზე სტრიქონებს,
მთვარე -- სწორფერთა ჯვარ-ხატის მკადრე.

შუაღამემდე ხელის ცეცებით
ვძებნე და ვღობე შენი ნაკვალი
და ეხლა აქავ მეიმედება
ნაიარევი სულის წამალი.

შეცისკრდა, მაგრამ დღე ჯერ შორს არის,
მთათ აახლიეს ნისლის თვალები.
მკერდზე მიყვავის ყაყაჩოსავით
შენი ლურჯაის ნაფლოქვარები.
---
ბმული:
* http://armuri.georgianforum.com/t10p1...


© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2019

ვიდეოები „Khvaramze Samukashvili"-ისგან