სანათა (სამწიგნეული)
ვ ი დ ე ო ა ნ ო ნ ს ი თეონა ქუმსიაშვილის სიმღერა „ხმა უცნაურის“ თანხლებით. წიგნის დასახელება -"სანათა" (სამწიგნეული) ავტორი მარიამ ხუცურაული რედაქტორი მიხო მოსულიშვილი მხატვარი ლევან ხარანაული გამომცემელი ვაჟა წოწკოლაური გამომცემლობა "საუნჯე" 2012 წელი ეს გახლავთ მარიამ ხუცურაულის ნაწარმოებების სამწიგნედი, რომელიც გამოცემულია საერთო სახელით "სანათა" და შედგება ერთი პროზაული კრებულისაგან "სანათას სკივრი" და ასევე ლექსების ორი კრებულისაგან: "სანათას წიგნი" და "სანათას სახლი". წიგნებში შესულია ლექსები, რომლებზეც ავტორი 2009-2011 წლებში მუშაობდა, ხოლო პროზაული კრებული წარმოადგენს ავტორის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი მინიატურების, ჩანახატების და მოთხრობების ნაკრებს. სანათას სკივრი: ISBN: 978-9941-9260-6-8 გვერდები: 130 ყდა: მაგარი სანათას წიგნი: ISBN: 978-9941-9260-8-2 გვერდები: 158 ყდა: მაგარი სანათას სახლი: ISBN: 978-9941-9260-9-9 გვერდები: 140 ყდა: მაგარი ერთი ლექსი: მარიამ ხუცურაული ერთ ლექსისსწორა სიცოცხლეს ------------------------------------------- უძილაურთას მავლივა, ცის პირს მაცქერნა გახსნილსა, გაღმე გორს, თხილიანაში ტყემლებ აჩირთა აპრილსა. კარატეს ნადნობ თოვლებსა აგიჟებინა არაგვი, უბით მაზიდნა წაწლისად დამბალხაჭო და კარაქი. აგრე აწვიმა მთელ კვირა, ღმერთი წურავდეს ღრუბლებსა, ერთ ლექსისსწორა სიცოცხლეს რა გვავლევს უფერ-უბრებსა? 2012 ბმული: * http://armuri.georgianforum.com/t10-t...
მსგავსი ვიდეოები
მარიამ ხუცურაულის სამწიგნედის "სანათაი ვარ" წარდგინება
AraGviani
ქალაქს მიმავალი ლუკას ფიქრები - მარიამ ხუცურაული
AraGviani
წვიმს შუაფხოში - კითხულობს ნიაკო პატარაშვილი
AraGviani
სანათა marketing 14-january მოგეწონება თანამდევი ჟიურის წევრ...
Liza Chxikvadzeujbgk look b g
სანათა ბებო ( ყოფჩა)
mariami marii
სანათა თათარა
Goga Esartia
Sanata Bulia სანათა ბულია. ზუგდიდი. nucas skola 24.12.2010
Merab Rodonaia
Sanata Bulia სანათა ბულია. ზუგდიდი. nucas skola 11.01.2011
Merab Rodonaia