ბოლნისის მუნიციპალიტეტი ნაწილობრივ გაიხსნა


საგანგებო მდგომარეობა გაუქმებულია. ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. 61-დღიანი შეზღუდვების შემდეგ, მიმოსვლა თავისუფალია ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც. რეგიონის  48  სოფლიდან, ჩაკეტილი რჩება მხოლოდ მუშევანი და გეტა, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შედარებით რთულია. სულ კი მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 160 შემთხვევაა დადასტურებული, 12 გარდაცვლილისგან  სამი სწორედ ამ რეგიონს უკავშირდება.

გიორგი კობერიძე, შოთა ჩოხელი და სანდრო კვეზერელი, მოამბის გადამღები ჯგუფი, ბოლნისის ჩაკეტვის დღიდან ამ დრომდე, მუნიციპალიტეტში მუშაობს.

რა ხდება ამ წუთისათვის რეგიონში - გიორგი კობერიძე ბოლო ინფორმაციით.  

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან