კანქვეშა კონტრაცეპტივის ჩადგმა
მათთვის ვისაც აინტერესებს კანქვეშა კონტრაცეპტივის ჩადგმის მანიპულაცია. ჩადგმა ხდება მკლავში - ზედა მხარში, პროცედურა 10-15 წუთი გრძელდება, ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ. ამ შემთხვევაში კონტრაცეპტივის კაფსულა შეიცავს 68 მგ ჰორმონ ლევონოლგესტროლს. პირველად ასეთი კონტრაცეპტივი გამოყენებულ იქნა 1998 წელს, ხოლო 2006 წლიდან მისი მოხმარება დაიწყეს ამერიკაში FDA-ის (The US Food and Drug Administration) რეკომენდაციით. მსოფლიოში 6 მილიონზე მეტი ქალი იყენებს იმპლანტით კონტრაცეპციას. ამ მეთოდის დაცვის ეფექტიანობა 99%-ია, ხოლო მოქმედების ხანგრძლივობა 3-5 წელია (გააჩნია კონკრეტულ პრეპარატს). მისი გამოყენება რეპროდუქციული ასაკის თითქმის ყველა ქალს შეუძლია, მათ შორის მეძუძურ დედებსაც, მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ. გამომრიცხავი გარემოებებია ონკოლოგია, წარმონაქმნები ძუძუში, სისხლძარღვების დიაგნოსტირებული პათოლოგია. იმპლანტსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, მაგალითად გახანგრძლივებული სისხლიანი გამონადენი რა შემთხვევაშიც რეკომენდირებულია ამოღება (დემონტაჟი) და სხვა ალტერნატიული კონტრაცეპტივის შეთავაზება. #კონტრაცეპტივი
მსგავსი ვიდეოები
კანქვეშა ინექციის შესრულების ტექნიკა წინამხარზე - სინჯის გა...
მონაცემთა ბაზა
კანქვეშა ინექცია
NCDC Learning Platform
როგორ დავწვათ კანქვეშა ცხიმი / სავარჯიშო პროგრამა
giorgi gugulashvili
აცრები რკინის ნაკლებობაზე.....კანქვეშა აცრები როგორ კეთდება...
M - TV საინტერესო ამბები
ქუჩის გამოკითხვა - ჩაიყენებთ კანქვეშა ჩიპს? #tvფორმულა #ფორმ...
geo tv cool moments საუკეთესო მომენტები
რა შემთხვევებში უჩნდება სხეულს სტრიები - კანქვეშა ქსოვილის ნ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძუძუს ექსპანდერი მაგნიტური სარქვლით
DocTemur BreastSurgeon
მარტივი და უგემრიელესი ორცხობილა "ტრიუფელი"
Rezo Vids