მეგი ბაქრაძის საქმე


კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებმა მედიასთან საქმეში არსებულ მასალებზე და ახალ გარემოებებზე ისაუბრეს. ადვოკატის განცხადებით, საქმეში ბევრი უზუსტობაა. ის საგამოძიებო უწყებას ორი შუამდგომლობით მიმართავს. პირველი - დაიწყოს გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე და მეორე - ჩატარდეს 18 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტი, ანუ სრულად აღდგეს იმ დღის სურათი, როდესაც მეგი ბაქრაძე აიცრა. მისი თქმით, გარკვეული უზუსტობებია საქმის მასალებში, რეალურად მეგი ბაქრაძის ვაქცინაცია მოხდა 12:13 საათზე, მოწმეები კი რომლებიც მასთან ერთად აიცრნენ, ჰყვებიან რო მათი ვაქცინაცია 10:00 საათიდან მიმდინარეობდა.

გარდა ამისა, ადვოკატს აქვს კითხვა, რატომ არ მოხდა სისხლის ნაწილაკებზე სეროლოგიური კვლევა, ჰქონდა თუ არა მას ორგანიზმში ანტისხეულები. ვახო ბარამაშვილის ინფორმაციით, სისხლის ნიმუშზე ე.წ. სწრაფი ტესტით მოხდა კვლევა, რაც ზუსტ პასუხს ვერ იძლევა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან