ჟინვალის წყალსაცავში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

15.11.2018 00:37

ამ დრომდე მიმდინარეობს ჟინვალის წყალსაცავიდან 53 წლის მამაკაცის ცხედრის ამოყვანა. ადგილზე მობილიზებულია ხუთი სამაშველო ჯგუფი, მყვინთავები და სპეცტექნიკა. დუშეთის რაიონში შემთხვევა გუშინ საღამოს საათებში მოხდა. სატვირთო ავტომობილი, რომელშიც მძღოლი იმყოფებოდა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისას გზიდან გადავარდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: