რუსმა სეპარატისტებმა ორ ბრიტანელსა და ერთ მაროკოელს სიკვდილი მიუსაჯეს
დონეცკში პრორუსმა სეპარატისტებმა ორ ბრიტანელ და ერთ მაროკოელ სამხედროს სიკვდილი მიუსაჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. საუბარია დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებზე - ეიდენ ასლინსა და შონ პინერზე, ასევე მაროკოელ საუდუნ ბრაჰიმზე, რომლებიც პრორუსმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში დააკავეს. გამოცემის ცნობით, მათ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წესრიგის დამხობაში“ დასდეს ბრალი. „გარდიანის“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ ისინი ომში უკრაინის არმიის საზღვაო ქვეითებად მონაწილეობდნენ, თუმცა მათ ბრალი წაუყენეს, როგორც „დაქირავებულ მებრძოლებს“. აღსანიშნავია, რომ სამივე უცხოელი სამხედრო უკრაინულ ჯარში ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, კონტრაქტით მსახურობდა. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეებისთვის გამოტანილი განაჩენი დაგმო. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ბრიტანელები ახლა ომის ტყვეები არიან და სეპარატისტების განაჩენი უკანონოა. ბრიტანელმა დეპუტატებმა პრორუსი სეპარატისტების მიერ დატყვევებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსმა სეპარატისტებმა მარიუპოლი დაბომბეს, დაღუპულებს შორის ერ...
GOLD NEWS
ახალი 12 | სოხუმის დაცემის დღე | 27.09
GeoArchive
რუსი მარადიორები - Russian Marauders
Правда по русски / სიმართლე რუსულად
სარაკეტო იერიში დნეპროპეტროვსკის ოლქში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები რუსეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსმა დეპუტატებმა „რედისონი“ პოლიციის დახმარებით დატოვეს
TV IMEDI
ვითარება საოკუპაციო ხაზთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გატაცების მორიგი შემთხვევა საოკუპაციო ხაზიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster