20-21 ივნისის მოვლენების გამოძიება


20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის კიდევ ოთხი პირი დააკავა. დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელიც. გამოძიების ინფორმაციით, მან გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.

პარალელურად გრძელდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოკითხვები ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

დღეს პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი ირაკლი ღლონტი გამოიკითხა.  ისიც, სხვა ოპოზიციონერების მსგავსად, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე წარდგა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან