კორონავირუსის ინდური შტამი საქართველოში


ქვეყნის კიდევ ერთი გამოწვევა კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის სახით. ბოლო 24 საათში ამ სახეობით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა.

დაავადებულთა ყველა კონტაქტი იზოლაციაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ორმაგი მუტაციის და სწრაფი გადადებით გამორჩეულმა შტამმა საქართველომდეც მოაღწია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ეტაპზე რეგულაციების გამკაცრებას არ გეგმავს. ძალაში რჩება ინდოეთიდან შემოსული მოქალაქეებისთვის ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა. არის თუ არა ვაქცინა ახალი შტამის მიმართ ეფექტური - კვლევები ბოლომდე დასრულებული არ არის, თუმცა „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ შემთხვევაში ეფექტურობის ოდნავ შემცირებული მაჩვენებელი დადასტურებულია. 

დამაიმედებელი პროგნოზები არსებობს ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ჩინურ „სინოფარმსა“ და „სინოვაკთან“ დაკავშირებითაც.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან