ISFED-ის შემაჯამებელი ანგარიში - ელენე ნიჟარაძის განცხადება
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ არჩევნების დაზუსტებულ შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობით, შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა. თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. ცოტა ხნის წინ დამატებითი განმარტებები გააკეთა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა. ელენე ნიჟარაძე საუბრობს გამოვლენილ ხარვეზზე და ამასთან ამბობს, რომ ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც, მათ შორის, საარჩევნო უბნების ოქმების რვა %-ში აღმოჩენილ დისბალანსში გამოიხატა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ISFED-ის შემაჯამებელი ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ISFED-ის შემაჯამებელი ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ISFED-ის შემაჯამებელი ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ISFED-ის შემაჯამებელი ანგარიში - ირაკლი კობახიძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ISFED-ის შემაჯამებელი ანგარიში - თეა წულუკიანის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ISFED-ის შემაჯამებელი ანგარიში - არასამთავრობო ორგანიზაცია ო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამარ ჟვანიას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ISFED-ის ცდომილების მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster