გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია...
გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა ყულევის ტერმინალში. გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა ყულევის ტერმინალში. ისინი შპს გლობალ „ოილთან" გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს არ ეთანხმებიან, რომელსაც რამდენიმე დღის წინ შავი ზღვის სარკინიგზო ნავთობმცლელი ესტაკატა იჯარით გადაეცა. აქციის მონაწილეების თქმით, მათ იძულებით უხდებათ სამთვიანი ახალი ხელშკრულების გაფორმება. შიშობენ, რომ ახალი კონტრაქტორი კომპანია ვადის ამოწურვის შემდეგ მათთან თანამშრომლობას აღარ განაგრძობს და უსამსახუროდ დარჩებიან. აქციის მონაწილეებმა ძველ ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შენარჩუნება მოითხოვეს. მათ ასევე ტერმინალიდან დათხოვნილი თანამშრომლების სამსახურში დაბრუნება სურთ. ისინი აცხადებენ, რომ მიუხედავად რამდენიმე მათგანის ძველ პოზიციებზე დაბრუნებისა, დანარჩენების დაბრუნებაც ტერმინალთან შეკრებილების ერთ--ერთი მოთხოვნაა. აქციაზე იმყოფებოდა საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, ილია ვერდაძე. მისი თქმით, ახალი ხელშეკრულების თანახმად ტერმინალის თანამშრომლები ვეღარ ისარგებლებენ პრივილეგიებით, რომლითაც ისინი ძველი შეთანხმების საფუძველზე სარგებლობდნენ. დღესვე ტერმინალის თანამშრომლებმა კომპნიის ადმინისტრაციას წერილობითაც მიმართეს. მოთხოვნების დაუკმაყოფლებლობის შემთხვევაში ამბობენ, რომ უფრო ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ. http://www.odishi.ge/ http://www.facebook.com/odishitv/
მსგავსი ვიდეოები
გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია ანგისის დასახლებაში
TV 25
ინკასატორების გაფიცვა - PalitraTV
DLG Case
ინკასატორების გაფიცვა - მე-9 არხი
DLG Case
საპროტესტო აქცია ქუთაისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია ვაგზლის მოედანზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მძღოლებმა ხელისუფლებას მათი პრობლემების მოსაგვარებლად ერთკვი...
Radio Atinati