ირაკლი კობახიძის მიმართვა ISFED-ს

17.12.2020 00:44

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარალელური დათვლის მსგავსად, ხმების ზედმეტობის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ რვაპროცენტიანი მაჩვენებელიც სიყალბეა, რაც ხელოვნურ მანიპულაციაზე ეჭვებს ამძაფრებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, „სამართლიან არჩევნებს“, დაახლოებით ერთი კვირის წინ მოუწოდეს, გამოექვეყნებინა იმ საარჩევნო უბნების მონაცემები, სადაც, მათი მტკიცებით, ხმების ზედმეტობა დაფიქსირდა, თუმცა, ორგანიზაციას მონაცემები ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ სინამდვილეში, ქვეყნის მასშტაბით, იმ უბნების რაოდენობა, სადაც ხმების ზედმეტობა დაფიქსირდა, ცესკო-ს მიერ მონაცემების დაზუსტებამდე იყო დაახლოებით ერთი პროცენტი, ხოლო დაზუსტების შემდეგ, დაახლოებით, ნახევარი პროცენტი. თავად „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: