დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში რჩება
დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში რჩება. ადვოკატის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა არასახარბიელოა და მას გამოკვლევები უტარდება. მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისინი უკვე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა, სათანადო ყურადღება არავინ მიაქცია. ადვოკატი მომხდარზე პასუხისმგებლობას წმინდა სინოდს აკისრებს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე საავადმყოფოში წინასწარი დიაგნოზით – ჰიპერტონული კრიზით, ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევით გადაიყვანეს. ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ, რომელიც ექიმს ესაუბრა, განაცხადა, რომ პაციენტი კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა დარჩეს. ექიმების განმარტებით, გიორგი მამალაძემ დღის მეორე ნახევარში გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილები იგრძნო, პრობლემები შეექმნა ასევე მეტყველებაზე. ადვოკატის თქმით, კიდურების, მეტყველების პრობლემები და გულმკერდის ტკივილები საგანგაშო მდგომარეობაზე მეტყველებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
როგორია დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 12 საათზე, 16 თებერვალი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
დეკანოზი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში რჩება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეაძლოა, დეკანოზის მოკვლა სურდეთ - ადვოკატის სკანდალური განც...
Tv Kavkasia
„მოამბე“ 10 საათზე, 18 თებერვალი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
დეკანოზი გიორგი მამალაძე მოძღვარმა აზიარა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დეკანოზი გიორგი მამალაძე მამა ანდრია ჯაღმაიძემ მოინახულა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დეკანოზ გიორგი მამალაძის გადაყვანა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster