ხორცის სექტორში მომუშავეთათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხორცის სექტორში მომუშავე ბიზნესოპერატორებთან, ხორცის მაღაზიებისა და სასაკლაოს მეპატრონეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო ტიპის შეხვედრა ქვემო ქართლის გუბერნიის, სურსათის უვნებლობის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობილივი ორგანიზებით ჩატარდა, რომლის მიზანს წარმოადგენდა დამსწრე აუდიტორიის ინფორმირება თანამედროვე მოთხოვნების და სტანდარტების შესახებ, რაც მათ დაეხმარებათ დანერგონ სურსათის უვნებლობის ნორმები და ეფექტურად წარმართონ საკუთარი საქმიანობა. შეხვედრაზე ქვემო ქართლის სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსმა მირანგულ ლიპარტელიანმა შეხვედრის მონაწილეებს კიდევ ერთხელ გააცნო ბაზარზე განთავსებული საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე სავალდებულო ეტიკეტირებასა და ბიზნესოპერატორის ვალდებულებები. ასევე განმარტა ცხოველთა სასაკლაოებსა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტებზე ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობის მნიშვნელობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძე, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და თემით დაინტერესებული პირები. http://marneuli.gov.ge/…/1894-xorcis-...
Municipality of Marneuli-ის სხვა ვიდეოები
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეულ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - მარნეულში ეპიდსიტ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ინფიცირების ახალი...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეული...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - COVID-19 - ვითარე...
სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერე...
01:36
მერიის სამსახურებმა საკრებულოს წლიური ანგარიში წარ...
01:32:11
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვი...
მსგავსი ვიდეოები
ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება მესაქონლეობის ფერმაში
Georgian Farmers' Association GFA
საქონლის ხორცისა და რძის წარმოების სექტორში დასაქმებულმა 11-...
telekompania gurjaani
იმედის დილა - 24 იანვარი, 2019 წელი
TV IMEDI
სასწავლო ფილმი_მესაქონლეობის ფერმის მშენებლობა #AGROSERVICEC...
Agro Service Consulting
ხორცის 6 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს
TV 25
უგემრიელესი ხორციანი ბლინები
Likas Receptebi
ხორცის მოხმარების შემცირება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში დ...
PalitraNews
რაჭაში ხორცის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster