ხორცის სექტორში მომუშავეთათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
04/26/2018
Municipality of Marneuli-ის
მიერ
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხორცის სექტორში მომუშავე ბიზნესოპერატორებთან, ხორცის მაღაზიებისა და სასაკლაოს მეპატრონეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ტიპის შეხვედრა ქვემო ქართლის გუბერნიის, სურსათის უვნებლობის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობილივი ორგანიზებით ჩატარდა, რომლის მიზანს წარმოადგენდა დამსწრე აუდიტორიის ინფორმირება თანამედროვე მოთხოვნების და სტანდარტების შესახებ, რაც მათ დაეხმარებათ დანერგონ სურსათის უვნებლობის ნორმები და ეფექტურად წარმართონ საკუთარი საქმიანობა.
შეხვედრაზე ქვემო ქართლის სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსმა მირანგულ ლიპარტელიანმა შეხვედრის მონაწილეებს კიდევ ერთხელ გააცნო ბაზარზე განთავსებული საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე სავალდებულო ეტიკეტირებასა და ბიზნესოპერატორის ვალდებულებები. ასევე განმარტა ცხოველთა სასაკლაოებსა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტებზე ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობის მნიშვნელობა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძე, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და თემით დაინტერესებული პირები.
http://marneuli.gov.ge/…/1894-xorcis-...