ახალი თაობა- ახალი ინიციატივა..

30.06.2012 03:08

,,ახალი თაობა- ახალი ინიციატივა" რეგიონებში ავტო ტურს იწყებს. ,,საქართველო ევროპაში" პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს. ავტოტურში ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და საქართველო--ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და მაღალი ოფიციალური პირები ჩაერთვებიან. შეხვედრების ფორმატში გაიმართება სემინარები და მოხდება სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. დღესვე ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის კურდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ. პროექტის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ახალი პროექტის შესახებ, რომელსაც ,,ახალი თაობა, ახალი ინიციატივა: ახორციელებს. http://www.odishi.ge/ http://www.facebook.com/odishitv/

გაზიარება: