„საქართველო ავღანეთის შუაგულიდან“ ესპანელი მხატვრის ნახატების გამოფენა
24 მაისს, 19:00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში MOMA, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ცნობილი ესპანელი მხატვრის აუგუსტო ფერერ დალმაუს ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე, რომელიც ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს ეძღვნება, მოეწყობა ესპანელი მწერლის, ლუკას მოლინას წიგნის „Georgia in the Heart of Afghanistan“ პრეზენტაციაც. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, მოწვეული სტუმრები. საქართველოს მთავრობის მიწვევით, ესპანელმა მხატვარმა აუგუსტო ფერერ დალმაუმ ავღანეთში იმოგზაურა, საერთაშორისო მისიაში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იცხოვრა და გაეცნო მათ საქმიანობას. მხატვარმა ამ მოგზაურობას 24 ნახატი მიუძღვნა. ავტორის ინიციატივით ნახატები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საჩუქრად გადაეცემა. აუგუსტო ფერერ დალმაუ მსოფლიოში ცნობილი ბატალისტია (საბრძოლო სცენების მხატვარი), სხვადასხვა ომების თემატიკაზე შექმნილი მისი ნამუშევრები საყოველთაოდაა ცნობილი. მისი ნამუშევრები ევროპის სხვადასხვა მუზეუმებშია ექსპონირებული. გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იმართება. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
„საქართველო ავღანეთის შუაგულიდან“ - ესპანელი მხატვრის გამოფე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია „საქართველო ავღანეთის შუაგული...
თავდაცვის სამინისტრო
ავღანეთის მიწისძვრა vs. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავ...
შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო
„მოამბე“ 15 საათზე, 5 დეკემბერი 2018 #LIVE
პირველი არხი - LIVE
„საქართველო ISAF-ის მისიაში"-ფოტო...
odishitv
იმპერიათა სასაფლაო
რადიო თავისუფლება
ლიტვის პრემიერი აჭარაში
EUNATO GovGe
პრეზიდენტი ავღანეთში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил