აქცია ევროპის მოედანზე


პრეზიდენტის მოწოდება პოლიტიკური სპექტრის დიდმა ნაწილმა არ გაიზიარა.

საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდასაჭერად გამართულ აქციას მხოლოდ ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეუერთდნენ. ევროპის მოედანზე მივიდნენ ევროკავშირის, ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყნის ელჩები. დღევანდელ შეხვედრაზე არ იყო ტრიბუნა და შესაბამისად, არც სიტყვით გამოსვლები. ევროპული მისწრაფების გარშემო სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებული ერთიანობის დემონსტრირების სურვილი სურვილად დარჩა - პრეზიდენტის თხოვნის მიუხედავად, არ გაუქმდება და ძალაში რჩება 20 ივნისს დაგეგმილი აქცია, რომელსაც იმავე მიზნით, ანუ ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოძრაობა „სირცხვილია“ აწყობს და რომელსაც თითქმის მთელი ოპოზიცია უერთდება. სალომე ზურაბიშვილი ამ შეკრებაზე მისვლას არ აპირებს. 

ნოდარ ჩაჩუა აშუქებდა დღევანდელ აქციას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან