სასწავლო წელი პანდემიის პირობებში


მკვეთრად გაუარესებული ეპიდსიტუაციისა და მძიმე პროგნოზების მიუხედავად, განათლების სამინისტრო სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემას არ ჩქარობს. მშობელთა აზრი კი ორად იყოფა, - ნაწილი დისტანციურ სწავლებას ირჩევს, გარკვეული კატეგორია კი თვლის, რომ სასკოლო სივრცის მიღმა, სახლის პირობებში, მოსწავლეები ცოდნის მიღებას სრულფასოვნად ვერ ახერხებენ. ამ დროისათვის ქვეყანაში არსებული 2 085 სკოლიდან 201 სრულად დისტანციურზეა. ონლაინ მეცადინობები უტარდება ასობით ცალკეულ კლასს მთელი საქართველოს მასშტაბით. ამის მიზეზი კი სწრაფად გავრცელებადი „ომიკრონ“ შტამია. ამჟამად ინფიცირებულთა 15% სწორედ მოზარდებზე მოდის, რომელთა უმრავლესობა ვაქცინირებული არ არის. 23 იანვრის მონაცემებით, 12-დან 17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მხოლოდ 13 ათასი არასრულწლოვანია აცრილი. შეგახსენებთ, რომ „ფაიზერით“ იმუნიზაცია ჩვენს ქვეყანაში 12 წლიდან არის ნებადართული და მოზარდებისათვის ის სრულიად უსაფრთხოა. 
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან